წესები და პირობები

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები და წესები წარმოადგენს შეთანხმებას ჩვენს – esme.ge -სა და თქვენს – ვებგვერდის სტუმარს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას. esme.ge -ი წარმოადგენს ი/მ გიორგი ნაყეური (ს/კ 16001029515)-ის საკუთრებას.

ვებგვერდზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს. გაითვალისწინეთ, აღნიშნული წესები და პირობები პერიოდულად შეიძლება განვაახლოთ. შესაბამისად, ყოველი სტუმრობისას ამ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით ცვლილებებს. 

რეგისტრაციის შემდგომ, გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ წესები და პირობები. თუ არ ეთანხმებით რომელიმე ცვლილებას, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

esme.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ანგარიშსწორება შეგიძლიათ Visa, MasterCard და American Express ბარათით.

ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენებისას ადასტურებთ, რომ აღნიშნული ბარათი თქვენი საკუთრებაა ან მფლობელისაგან ბარათის გამოყენების უფლება გაქვთ.

შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე .

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რა სახის ინფორმაციას აგროვებს esme.ge?

esme.ge აგროვებს შემდეგი სახის ინფორმაციას: თქვენი სახელი და გვარი, იურდიული მისამართი, ტრანსპორტირების მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საიტზე ვიზიტის დროის ხანგრძლივობა, ნანახი პროდუქციის ისტორია, IP მისამართი და საიდან გადმოხვედით საიტზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ხორციელდება ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტის პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებული შემდეგი მოქმედებების დროს:

  • ვებ-გვერდზე დარეგისტრირების დროს.
  • შეკვეთის გაკეთების დროს.
  • პროდუქტის შეფასების დროს.
  • ჩვენი სოციალური მედიის გვერდების გამოყენებისას.
  • პროდუქციის განთავსების დროს.

ასევე არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც უგზავნით საჩუქარს ან სასაჩუქრე ბარათს.

რისთვის ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება ხდება შემდეგი დანიშნულებით:

  • პროდუქციის მიწოდებისთვის
  • პროდუქციის ინტერესთა ჯგუფის გამოსავლენად ,,რეკლამისთვის”
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისათვის რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

რა სახის ინფორმაციას არ აგროვებს esme.ge?

საიტი არ აგროვებს და არ აღრიცხავს საბარათე გადახდისას შეტანილ ინფორმაციას. საიტი სარგებლობს საბანკო საგადასახადო სისტემით და მის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს პროვაიდერი ბანკი. საბანკო მონაცემებზე წვდომა  esme.ge-ის არ აქვს, შესაბამისად ნებისმიერი კითხვისთვის მიმართეთ პროვაიდერ ბანკს საქართველოს ბანკი

საიტი არ აგროვებს და არ აღრიცხავს განვადების დროს შეტანილ პირად ინფორმაციას. საიტი იყენებს პროვაიდერი საფინანსო ინსტიტუტის ელექტრონულ სისტემას და მის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს პროვაიდერი საფინანსო ინსტიტუტი.

როგორია შეგროვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა?

საიტი მე-3 პირზე არ გასცემს შეგროვებულ ინფორმაციას კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. რაც შეიძლება იყოს სასამართლოს განჩინება.

მიწოდების პოლიტიკა

  • ონლაინ მაღაზია esme.ge ახორციელებს მიწოდებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მიწოდების საფასური შეადგენს ფიქსირებულ თანხას 5 ლარს
  • თბილისში მიწოდება ხდება სტანდარტულად შეკვეთიდან მე-2 სამუშაო დღეს (გამონაკლის შემთხვევებში ვიტოვებთ უფლებას ერთი სამუშაო დღით გავიხანგრძლივოთ მიწოდების ვადა რასაც გაცნობებთ)
  • რეგიონში მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით. იგზავნება შეკვეთიდან მე-2 სამუშაო დღეს და მისამართზე მიდის 2-3 სამუშაო დღეში ( გამონაკლის შემთხვევებში ,,რაც შეიძლება იყოს საქართველოს ფოსტის მხრიდან შეფერხება” შეიძლება გადავადდეს მიწოდება არაუმეტეს 5 დღისა რაც აუცილებლად გეცნობებათ) 

შეცვლა/უკან დაბრუნება

დაბრუნება და გადაცვლა

  • პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 14 კალენდალური დღის განმავლობაში.
  • პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინვოისი  და სხვ.). ასევე უნდა ახლდეს ყველა ეტიკეტი.
  • თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, უფლებას ვიტოვებთ ეჭვქვეშ დავაყენოთ მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შევაჩეროთ მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე ჩვენ უფლებამოსილი ვართ განვაგრძოთ ან შევწყვიტოთ პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.
  • ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
  • დაბრუნების შემთხვევაში თანხა აისახება თქვენს ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

შეცვლა/უკან დაბრუნების ინსტრუქცია

ნივთის დაბრუნების/შეცვლის წინაპირობა შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი: 

  1. მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  2. ნივთი მისამართზე მოგიტანეს 3 სამუშაო დღის დაგვიანებით;
  3. ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
  4. დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი;

როგორ ვიქცევით როდესაც გვაქვს ნივთის დაბრუნების ან შეცვლის წინა პირობები:

  • ნივთის ჩაბარებიდან 5 კალენდარულ დღეში უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია უკან დასაბრუნებელ ნივთზე დაგვისაბუთოთ მიზეზი, რატომ ხდება დაბრუნება ფოტოთი ან ვიდეოთი საკონტაქტო მონაცემებია ტელ: 579 27 25 87, მეილ: [email protected] ან FB მესენჯერით სხვა საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ჩვენ კონტაქტში. 
  • მას შემდეგ რაც დადასტურდება ნივთის შეცვლა/დაბრუნების წინაპირობა, ნივთი უნდა მოვიდეს ჩვენ საწყობში მის:  თბილისი, ნავთლუღის ქუჩა 21.
  • ჩვენ გადავამოწმებთ ნივთს და მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს, დადასტურების შემთხვევაში შეგითანხმებთ ნივთი შევცვალოთ თუ თანხა დაგიბრუნოთ. თანხის დაბრუნების შემთხვევაში შეთანხმებიდან 3 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ სასურველ ანგარიშზე.
  • ნივთის ტრანსპორტირების ხარჯებს რასაც გაწევთ ნივთის მიწოდებისთვის ან უკან დაბრუნებისთვის ასანაზღაურებელ თანხად არ ჩაითვლება. 

TOP

X